„ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი უნდა გახდეს“ - გარსია კვარაზე
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სერია ა-ს მეორე ტურში „სასუოლოსთან“ 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 64-ე წუთზე მისი საგოლე პასით ჯოვანი დი ლორენცომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:0).
მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი უნდა გახდეს.
კითხვა: კვარაცხელიასა და რასპადორის მეტი თავისუფლება ექნებათ?
რუდი გარსიას პასუხი: „არ შეიძლება რასპადორი ფლანგზე დარჩეს, ის ცენტრში უნდა შევიდეს და ოსიმენთან ახლოს იყოს, მის გვერდით სივრცეში მოქმედებდეს. კვარაცხელია რას გააკეთებს, ეს მეტოქის მცველმა არ უნდა იცოდეს, მან ბურთი თავისუფალ სივრცეში უნდა მოითხოვოს, ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი უნდა გახდეს, მეტოქის მცველებსა და ნახევარმცველებს შორის უნდა მოქმედებდეს. ამგვარად, ის ტაქტიკურად არაპროგნოზირებადი გახდება’’.
იტალიის სერია ა-ს მესამე ტურში „ნაპოლი“ რომის „ლაციოს“ შეხვდება (2 სექტემბერი, 22:45).