გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ტრანსფერს ყველა არ ემხრობა | De Telegraaf-ი აიაქსის ინტერესზე

ნიდერლანდურ პრესაში „მეცის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ შესაძლო ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ფრანგული კლუბის თავდამსხმელზე ავტორიტეტულმა გამოცემამ, De Telegraaf-მა დაწერა და ბოლო ცნობები მოგვაწოდა.

როგორც ირკვევა, მიქაუტაძის გარდა, ამსტერდამელები ტიაგო ალმადაზე ფიქრობენ, რომელიც „ატლანტა იუნაიტედის“ ფეხბურთელია. სკაუტინგის დეპარტამენტსა და კლუბში მომუშავე პერსონალს ურჩევნია, გუნდში სწორედ არგენტინელი იხილონ, მაგრამ „აიაქსის“ სპორტული დირექტორი, სვენ მისლინტატი მათ პოზიციას არ იზიარებს.

De Telegraaf-ის მიხედვით, მისლინტატმა სკაუტინგის დეპარტამენტის სურვილი უგულებელყო და მთლიანად მიქაუტაძის ტრანსფერზე გადაერთო. ამსტერდამელთა ხელმძღვანელს სურს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს სარისკო გადაწყვეტილება არ მიიღოს და გარიგება მალე დახუროს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინანდელი ინფორმაციით, „აიაქსში“ თამაშის პერსპექტივა ქართველ ფეხბურთელსაც ხიბლავს. მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძეს რამდენიმე მსურველი ჰყავს, მან საკუთარ წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ მხოლოდ „აიაქსში“ გადასვლა უნდა და სხვა ვარიანტებს გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს ვერ გაუმკლავდები“ | თოფურიასა და ომალის სიტყვების ომი ტვიტერზე
„მერაბს ვერ გაუმკლავდები“ | თოფურიასა და ომალის სიტყვების ომი ტვიტერზე