გიგა ჭიკაძე, ალექს კასერესი
Aa
Aa

გიგას დარტყმების ძალა | კასერესმა მოტეხილი ხელის ფოტო გაავრცელა

ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. კასერესმა სერიოზული დაზიანება მიიღო და პირველ რაუნდში ხელი მოიტეხა, თუმცა არ დანებებულა და ბოლომდე იბრძოლა.

ერთ-ერთ მომენტში, ალექსმა გიგას მიერ ფეხით განხორციელებული დარტყმა ხელით დაბლოკა, რის გამოც, მარცხენა ხელი მოტყდა. რამდენიმე საათის წინ, მან „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს ხელზე გადაღებული რენტგენის სურათი გაუზიარა.

„ჩემი დღე არ ყოფილა. პირველ რაუნდში, ჰედ კიკის დაბლოკვის შემდეგ, ხელი მოვიტეხე და მაქსიმუმი გავაკეთე, რათა ტკივილის პარალელურად გამარჯვება მომეპოვებინა. ქედს ვიხრი გიგას წინაშე, შესანიშნავი ჩხუბის გამო“.

შეგახსენებთ, რომ კასერესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ნინძამ“ იაირ როდრიგესთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ჭიკაძემ როდრიგესს, ვისი მეტსახელიც „ელ პანთერაა“, „ფისუნია კატა“ უწოდა და ოქტაგონზე გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია ბოლო წუთზე დამარცხდა | მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია
ვალენსია ბოლო წუთზე დამარცხდა | მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია