გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა, ოსასუნა
Aa
Aa

ვალენსია ბოლო წუთზე დამარცხდა | მამარდაშვილს მოგერიება არ ჰქონია

ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ამ დროის განმავლობაში მოგერიება არ ჰქონია. „ოსასუნამ“ მამარდაშვილის კარის მიმართულებით ბურთი ზუსტად ორჯერ გადაგზავნა და ორივე შემთხვევაში ეპიზოდი გოლით დასრულდა.

ანგარიში 24-ე წუთზე „ოსასუნამ“ გახსნა. მამარდაშვილის კარის მიმართულებით მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ოროსმა შეასრულა. ამ ეპიზოდში ქართველ მეკარეს შანსი არ ჰქონია, რადგან დარტყმისგან საპირისპირო მიმართულებით გადახტა.

რუბენ ბარახას გუნდმა წონასწორობა მე-80 წუთზე აღადგინა. პამპლონელთა კარში გოლი უგო დურომ გაიტანა. ამის შემდეგ, „ღამურებს“ ორჯერ შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა, ორივე შემთხვევაში „ოსასუნას“ მეკარე, სერხიო ერერა აღმოჩნდა ძლიერი.

სტუმრებმა გამარჯვების გოლი ფაქტობრივად ბოლო წუთზე გაიტანეს. „ვალენსიას“ საჯარიმოში დანიშნული კუთხური „ოსასუნას“ ფეხბურთელებმა კარგად გაითამაშეს და საბოლოოდ, მამარდაშვილის კარის მიმართულებით ბურთი ზუსტად ნაჩო ვიდალმა გადაგზავნა და საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვების ჩაწერაში დაეხმარა.

შესაბამისად, „ვალენსია“ 2023/24 წლების სეზონში პირველად დამარცხდა. ამ დროისთვის რუბენ ბარახას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. „ღამურებს“ მომდევნო შეხვედრა 2 სექტემბერს, სტუმრად „ალავესის“ წინააღმდეგ ელით. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილი გააძევეს - შახტარმა მოიგო
აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილი გააძევეს - შახტარმა მოიგო