მეცი, გიორგი მიქაუტაძე, კლერმონი
Aa
Aa

მიქაუტაძის 86 წუთი და გამარჯვების გოლი | მეცმა პირველი თამაში მოიგო

საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი შეხვედრა გამართა გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მე-3 ტურში სტუმრად „კლერმონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

ლასლო ბოლონის გუნდს გმირად კვლავ გიორგი მიქაუტაძე მოევლინა. მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე სწორედ ქართველმა გაიტანა და ამ გოლის წყალობით, „მეცმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მოგება ჩაიწერა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ გოლამდე პირველ ტაიმში მიქაუტაძეს კარგი ეპიზოდი ჰქონდა. მეტოქის საჯარიმოში 22 წლის შემტევმა თავადვე შეიქმნა დასარტყმელი სივრცე, თუმცა, დასკვნით მომენტში „კლერმონის“ მეკარეს ვერ აჯობა.

რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, ამ მომენტში მიქაუტაძე ნამდვილი „მკვლელი ფორვარდივით“ მოიქცა. ჟორჟმა მოედნის ცენტრში მეტოქის შეცდომით ისარგებლა, ბურთი კარისკენ თავადვე წაიღო და საბოლოოდ გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ლასლო ბოლონიმ ქართველი ფეხბურთელი 86-ე წუთზე, იბუ სანეთი შეცვალა.

მიქაუტაძის ყველა ეპიზოდი კლერმონთან:

შესაბამისად, როგორც გითხარით „მეცმა“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა და 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „რენის“ წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის მონაგარს, ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონის დაწყების შემდეგ სამივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ამ დროისთვის, 22 წლის შემტევის ანგარიშზე 3 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი ნეაპოლშია - შესაძლოა, ლაურენტისთან გადამწყვეტი შეხვედრა შედგეს
ჯუღელი ნეაპოლშია - შესაძლოა, ლაურენტისთან გადამწყვეტი შეხვედრა შედგეს