ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

აზაროვის დებიუტი, გოჩოლეიშვილი გააძევეს - შახტარმა მოიგო

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში დონეცკის „შახტარი“ „კოლოსს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ლეგიონერი - გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი სასტარტო თერთმეტეულში იმყოფებოდნენ. აზაროვისთვის ეს სადებიუტო შეხვედრა გახლდათ.

გოჩოლეიშვილისთვის მატჩი ცუდად დასრულდა, 37-ე წუთზე მეტოქეს წვივის არეში გაშლილი ფეხი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. თავდაპირველად არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ კი ვიდეო რეფერის გამოყენება გახდა საჭირო. გამეორებაზე აშკარა იყო, რომ ქართველ განაპირა მცველს მოედნიდან გააძევებდნენ.


პირველი ტაიმი „შახტარმა“ 2:0 მოიგო. მიუხედავად კაცნაკლულობისა, დონეცკელებმა მეტოქეს მეორე ბურთიც გაუტანეს.

რაც შეეხება აზაროვს, მას ნორმალური მატჩი ჰქონდა, ერთ ეპიზოდში ტექნიკურად ითამაშა და მწვავე შეტევა წამოიწყო. საბოლოოდ მოედანზე 90 წუთი გაატარა.


მეორე ტაიმში „კოლოსმა“ ბევრი ვერაფერი შეძლო და „შახტარმა“ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.

1:0

დონეცკელებს 5 ტურის შემდეგ 11 ქულა აქვთ და ჯერჯერობით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა კონკურენტებს თავიანთი მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ.

2:0

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა