გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

პენალტი არ დაუნიშნეს - ჩაკვეტაძის უოტფორდის მეორე მარცხი

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში „უოტფორდი“ შინ „ბლექბერნთან“ 0:1 დამარცხდა.

ოთხ შეხვედრაში „უოტფორდმა“ მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, პირველ ტურში ქპრ 4:0 დაამარცხა, შემდეგ „პლიმუთთან“ ფრე ითამაშა, რასაც „სტოკთან“ გასვლით შეხვედრაში მარცხი მოჰყვა (1:0). „უოტფორდისთვის“ დღევანდელი შეხვედრაც წარუმატებელი გამოვიდა.

მასპინძელთა ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. მე-60 წუთზე ჩაკვეტაძე თავისუფალ სივრცეში იყო, რაიოვიჩს მისი მისამართით გადაცემა უნდა შეესრულებინა, თუმცა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც შემდეგ რაიოვიჩმა ჩაკვეტაძეს მოუბოდიშა. ამ ეპიზოდის შემდეგ, მალევე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ „ბლექბერნის“ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა. 

Sofascore-მა ჩაკვეტაძეს 6,5 დაუწერა. მისი 20 პასიდან 19 ზუსტი იყო.

 გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ ოთხი მატჩი ჩაატარა, ოთხივე შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა.

„უოტფორდი“ შემდეგ მატჩს სტუმრად „ქოვენთრის“ წინააღმდეგ ჩაატარებს (2 სექტემბერი, 18:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები