ნაპოლი, პსვ, ირვინგ ლოსანო
Aa
Aa

10 მილიონი ლოსანოს სანაცვლოდ - პსვ ტრანსფერზე მუშაობს

ნიკოლო შირას ინფორმაციით, პსვ „ნაპოლის“ მექსიკელი გარემარბის, ირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიდერლანდურმა კლუბმა „ნაპოლის“ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

ნეაპოლური კლუბისთვის 10 მილიონი საკმარისი თანხა არაა, თუმცა შესაძლოა პსვ-მ „პარტენოპეის“ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართოს. როგორც ნიკოლო შირა იუწყება, მოლაპარაკება პროგრესირებს და შესაძლოა შეთანხმება შედგეს.

ლოსანო პსვ-ში 2017-19 წლებში თამაშობდა, 2019 წელს „ნაპოლიმ“ 42 მილიონ ევროდ შეიძინა. ახლა ნიდერლანდურ კლუბს ფეხბურთელის დაბრუნება სურს.

28 წლის მექსიკელმა 2022-23 წლების სერია ა-ში 32 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები