ინიესტა: “ესპანეთის წარმატება რუბიალესმა ბინძური გახადა“
ლუის რუბიალესისა და ჰერმოსოს კოცნის ფაქტზე არაერთი მოსაზრება გაჩნდა. თავისი აზრი ანდრეს ინიესტამაც დააფიქსირა და ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გააკრიტიკა.
ინიესტა:
„მას შემდეგ, რაც ამ კვირაში მოხდა, მინდა ჩემი მწუხარება გადმოგცეთ, როგორც პიროვნებამ, როგორც სამი ქალიშვილის მამამ, როგორც ქმარმა და როგორც ფეხბურთელმა. საუბარი ესპანეთის ქალთა ნაკრებზე მაქვს. მე მჯერა, რომ ჩვენ არ შევეგუებით ისეთ სპექტაკლებს, როგორიც ვნახეთ.
ამ ყველაფერმა შელახა ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა. ვერ წარმომიდგენია ის განცდა, რაც ახლა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს უნდა ჰქონდეს, როცა ხედავენ, როგორ არ საუბრობენ იმ დიდებულ ტურნირზე და იმ ფანტასტიკურ ფეხბურთზე, რომელიც მათ აჩვენეს.
სირცხვილია, რომ მშვენიერი ისტორია, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იქმნებოდა ბინძური გახდა. ამის ნაცვლად ჩვენ გვიწევს შევეგუოთ პრეზიდენტს, რომელიც თავის თანამდებობას მაინც ინარჩუნებს.“
Después de lo que ha pasado esta semana me gustaría transmitir mi tristeza, como persona, como padre de tres hijas, como esposo y como futbolista, ante los acontecimientos que estamos viviendo en nuestro fútbol y alrededor de la selección española femenina.
— Andrés Iniesta (@andresiniesta8) August 27, 2023
Creo que no podemos… pic.twitter.com/DYASzKXQuU