“დაივიწყეთ, რაც მოიგეთ“ - გარსიამ ფეხბურთელებს მიმართა
სერია ა-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ უმასპინძლებს. გუშინ, „პარტენოპეიმ“ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. იტალიური მედია კი რუდი გარსიას სიტყვებს აქვეყნებს, რომელიც მან ფეხბურთელებს სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ უთხრა.
რუდი გარსია:
„დაივიწყეთ ის, რაც გააკეთეთ. დაივიწყეთ, რაც მოიგეთ. უნდა დაივიწყოთ, რადგან ეიფორია კოშმარივით არის და ადვილად არასდროს ქრება.“
ფრანგი სპეციალისტი გასული წლის სერია ა-ს მოგებას გულისხმობდა. რუდი გარსიას სურს, რომ „ნაპოლის“ ახალი მოტივაცია მისცეს და ასეთი სიტყვები ფეხბურთელებს სწორედ ამიტომ უთხრა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში იმყოფება და იტალიური გამოცემები მას „სასუოლოსთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებენ.
ასევე შეგახსენებთ, ქართველმა ვარსკვლავმა პირველი ტურის კუნთების გადაღლის გამო გამოტოვა.