ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, მარკ კუკურეია
Aa
Aa

კუკურეია 1-წლიანი იჯარით? - მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსის დაუკავშირდა

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხენა მცველის ძიებაშია.

იქიდან გამომდინარე, რომ ლუკ შოუ ტრავმებს ხშირად იღებს და მას ვერ ეყრდნობიან, „წითელ ეშმაკებს“ მისი შემცვლელი სურთ.

რომანოს თქმით, გლეიზერების სიაში 3 კანდიდატია, მაგრამ მხოლოდ ერთი სახელია ცნობილი. საუბარი მარკ კუკურეიაზეა, რომელიც მანჩესტერელებს ძვირი არ დაუჯდებათ.

„იუნაიტედი“ „არისტოკრატებს“ მარკის თაობაზე დაუკავშირდა და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე ჰკითხა. ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს და ჯერ არც ლონდონელების პასუხია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მარცხენა მცველი „ლურჯებს“ გასული წლის აგვისტოში შეუერთდა. დღემდე კუკურეიამ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 33-ჯერ მოირგო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ხეტაფესთან ითამაშებს“ - ანჩელოტი ვინისიუსის ტრავმაზე
“ხეტაფესთან ითამაშებს“ - ანჩელოტი ვინისიუსის ტრავმაზე