მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

De Telegraaf: აიაქსი მიქაუტაძით ინტერესდება

გიორგი მიქაუტაძის მომავალზე საკმაოდ ბევრი იწერება, მაგრამ მას ძირითადად ფრანგულ კლუბებს უკავშირებენ. დღეს კი ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით,  „აიაქსი“ ქართველი თავდამსხმელით ინტერესდება. ამსტერდამელები ჩვენებურს ალმადას ალტერნატივად განიხილავენ. წყაროს ცნობით, „აიაქსს“ გიორგი ალმადაზე 2-ჯერ იაფი დაუჯდებათ.

De Telegraaf ვარაუდობს, რომ „მეცის“ ფეხბურთელი 10 მილიონი ევრო უნდა დაჯდეს, მაგრამ ფრანგულ კლუბში სხვანაირად ფიქრობენ. კლუბის ხელმძღვანელობას ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს და ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის დღევანდელ დღემდე მიქაუტაძე „მეცში“.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი შედგა, თუმცა „აიაქსის“ პრიორიტეტი მაინც ალმადაა. გიორგიზე აქცენტი მხოლოდ მას შემდეგ გაკეთდება, თუ ალმადას ტრანსფერი ჩაიშლება.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მარსელთან“ გაიბრწყინა და ყუმბარისებული დარტყმით გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული ნოკაუტი - ჰოლოვეიმ კორეელი ზომბი გათიშა
დიდებული ნოკაუტი - ჰოლოვეიმ კორეელი ზომბი გათიშა