თორნიკე შენგელია
Aa
Aa

“მოვიდა დრო მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულშია“ - FIBA შენგელიაზე

საქართველოს ნაკრებმა საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო. ზუროსის შეგირდებმა კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, FIBA-მ ეროვნული ნაკრების კაპიტანზე, თორნიკე შენგელიაზე დაწერა.

რას წერს FIBA?

„თორნიკე შენგელიამ სიამაყე ვერ დამალა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებს იაპონიაში პირველი მატჩი მოაგებინა. 31 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ენახა დღე, როდესაც მისი ქვეყანა ასეთ ფართო ასპარეზზე წარმატებას მიაღწევდა. თორნიკეს ამ ყველაფრის მხოლოდ ხილვა არ სურდა, მას მონაწილეობაც სურდა ისტორიულ მატჩში.

საქართველოც და კაბო-ვერდეც მსოფლიო ჩემპიონატზე ახალწვეულები არიან და ეს დაპირისპირება ორ ახალწვეულს შორის საქართველომ მოიგო. შენგელია კი ამ ტრიუმფის წინა პლანზე იდგა. მან 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. ამით ის „ჯვაროსნების“ ლიდერი გახდა და ეს როლი ძალიან მოეწონა.

შენგელია არის კალათბურთელი, რომელსაც საკუთარი პატარა თანაგუნდელები უყურებენ და ბაძავენ. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თორნიკე 10 წელზე მეტია თავის ქვეყნის ნაკრებს ლიდერობს. მოვიდა დრო და 31 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულშია!

საბოლოო ჯამში, თორნიკე შენგელიას კმაყოფილება მთელი ქვეყნის სიამაყიდან და ამავდროულად ქართული კალათბურთის მომავლის იმედის მიცემით მოდის.“

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები შემდეგ მატჩს სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 28 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიგაშოუ დაბრუნდა!“ - ჭიკაძემ კასერესი დაამარცხა
„გიგაშოუ დაბრუნდა!“ - ჭიკაძემ კასერესი დაამარცხა