გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„გიგაშოუ დაბრუნდა!“ - ჭიკაძემ კასერესი დაამარცხა

სინგაპურში UFC-ის საღამო გაიმართა, სადაც ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს გიგა ჭიკაძისა და ალექს კასერესის დაპირისპირება იწვევდა, რომელიც სამი რაუნდის შემდეგ არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გიგა ჭიკაძემ მოიგო.

ქვემსუბუქი წონის მე-9 ნომერმა (ჭიკაძე) ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მცირე უპირატესობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრის ნაადრევად დასრულების შანსი გიგას არ მიუღია.

მეორე რაუნდში კასერესმა ვითარება გამოასწორა, თუმცა გარისკვას ვერც ის ბედავდა, სცენარს კი ქართველი აკონტროლებდა. საბოლოოდ, ორთაბრძოლა 3 რაუნდის შემდეგ, მცირე უპირატესობით, მაგრამ აშკარად „ქართველი ნინძას" სასარგებლოდ დასრულდა.

არბიტრებმა სამივე რაუნდი ჭიკაძეს მისცეს, რაც ლოგიკური იყო - 30-27, 30-27, 30-27.

ცნობისთვის, ალექს კასერესს კარიერაში ამ დღემდე 35 ბრძოლა ჰქონდა გამართული და მის ანგარიშზე 21 გამარჯვება იყო. კასერესმა 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 7-ჯერ საბმიშენით, 10-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

გიგამ კარიერაში პირველი ბრძოლა 2022 წლის იანვარში დათმო, როდესაც კელვინ კატარის წინააღმდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მას შემდეგ ჭიკაძე (დღემდე) ოქტაგონზე აღარ გასულა.

UFC-ში დებიუტიდან ანუ 2018 წლიდან დღემდე ჭიკაძეს 7 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა. MMA-ში კი, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯო არ გააკეთებდა იმას, რასაც შენ აკეთებ“ | ცნობილი იუთუბერი მერაბს აკრიტიკებს
„ალჯო არ გააკეთებდა იმას, რასაც შენ აკეთებ“ | ცნობილი იუთუბერი მერაბს აკრიტიკებს