გაბრი ვეიგა
Aa
Aa

21 წლის ასაკში - გაბრი ვეიგა ალ აჰლიში გააგრძელებს კარიერას

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ნაპოლის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გაბრი ვეიგა იყო. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა და ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბოლოოდ ახალგაზრდა ესპანელმა „პარტენოპეიზე“ უარი განაცხადა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერებოდა, რომ „ნაპოლის“ „სელტას“ ნახევარმცველისთვის „ალ აჰლი“ უწევდა კონკურენციას.

საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთში არჩია. ამის შესახებ ინფორმაცია „სელტას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ცნობისთვის, ვეიგა ვიგოური კლუბის აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2021 წელს დააწინაურეს. 2021 წლიდან დრემდე, გაბრიმ „სელტას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 56-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები