თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი
Aa
Aa

„ყველამ 100% ჩავდეთ“ - შერმადინი და შენგელია მატჩის შემდეგ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართა და 85:60 გაიმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ, პრესასთან განვლილი მატჩი გიორგი შერმადინმა და თორნიკე შენგელიამ შეაფასეს.

გიორგი შერმადინი:

„მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, ვულოცავ მოთამაშეებს, ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, ყველას. მართლაც ყველამ 100% ჩავდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოგვეგო.

პირველი თამაში ყოველთვის დამატებითი წნეხია, ნერვიულობაა, ეს შეხვედრის სტარტზე გვეტყობოდა კიდეც, თუმცა შემდეგ ჩვენი თამაში ვიპოვეთ და მოვიგეთ. ახლა სლოვენიისთვის უნდა მოვემზადოთ. წინ საქართველო!“

თორნიკე შენგელია:

„დღეს რაც იყო გუნდური თამაში ვაჩვენეთ დაცვაშიც და თავდასხმაშიც. სიმართლე გითხრათ კაბო-ვერდემ ჩვენს წინააღმდეგ თამაში კარგად მოამზადა, მაგრამ ჩვენ კარგი მანევრირება მოვახერხეთ, უფრო სხვა მხრივ ვითამაშეთ, სწრაფად ვიმოქმედეთ თავდასხმაში, მათი ნელი დაცვის წინააღმდეგ და თამაში მოვიგეთ“.

მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებს 28 აგვისტოს (15:30) სლოვენიის წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტროვოადა: „ზედმეტად ვნერვიულობდით, სამქულიანები ვერ ჩავაგდეთ“
ტროვოადა: „ზედმეტად ვნერვიულობდით, სამქულიანები ვერ ჩავაგდეთ“