სელტა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ხეტაფესთან ითამაშებს“ - ანჩელოტი ვინისიუსის ტრავმაზე

ლა ლიგის მესამე ტურში მადრიდის „რეალი“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, ჯუდ ბელინგემის ერთადერთი გოლი დაამარცხა.

პირველ ტაიმის მე-18 წუთზე, ვინისიუს ჯუნიორმა ტრავმა მიიღო და კარლო ანჩელოტიმ მის ნაცვლად ხოსეული გამოიყვანა.

რა თქმა უნდა, ბრაზილიელი შემტევის ტრავმა გულშემატკივრებს არ ესიამოვნათ და ნერვიულობა დაიწყეს. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი კარლო ანჩელოტიმ ყველა დაამშვიდა და განაცხადა:

ანჩელოტი:

„ასეთი ტიპის ტრავმებს კარგად ვიცნობ. სერიოზული არაფერია. მეტიც, მას თამაშის გაგრძელება სურდა, მაგრამ არ გავრისკეთ. ვფიქრობ, ვინისიუსი „ხეტაფესთან“ ითამაშებს.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 3-დან სამივე მატჩი მოიგო და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ამ გამარჯვებებში ყველაზე დიდი წვლილი კი ჯუდ ბელინგემმა შეიტანა, რომელმაც 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები