გოგა ბითაძე, ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს დიდებული გამარჯვება დავიმსახურეთ“ - ზუროსის და ბითაძის შეფასებები

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ ტურში კაბო ვერდე საქართველოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 60:85.

გოგა ბითაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლია, მან პარკეტზე 19 წუთსა და 56 წამში 15 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 3 პასი შეასრულა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსთან ერთად გოგა ბითაძე გამოცხადდა.

გოგა ბითაძე: „ჩვენთვის დიდებული გამარჯვებაა. ეს ჩვენი პირველი გამოსვლაა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბიჭებმა ბრწყინვალედ შეასრულეს დავალებები, რომლებიც მწვრთნელებისგან მიიღეს.

ედ ტავარეში დიდებული კალათბურთელია, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით, ევროლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრად ითვლება. მისი შესაჩერებლად მცველებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. სწორ დროს სწორ ადგილზე ვიმყოფებოდით და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა“.

ილიას ზუროსი: „მინდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული მომენტია ქართული კალათბურთის ისტორიაში. პირველი მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერები და მოხარულები ვართ, მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, ეს მხოლოდ პირველი თამაშია, სლოვენიასთან ძალიან რთული თამაში გველის. ორი დღის შემდეგ ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ და საჭიროა ამ მატჩისთვის მუშაობა დღეს დავიწყოთ.

ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის რამდენიმე კალათბურთელის თამაშით. მე ვიტყვი გაცილებით უფრო მეტს სხვა კალათბურთელებზე, როცა მეტ სათამაშო დროს მიიღებენ, მაგრამ მათ დიდი დრო არ გაუტარებიათ პარკეტზე. მოკლე პერიოდში ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

რაც შეეხება კონკრეტულად გოგა ბითაძეს, ის მაღალი დონის კალათბურთს თამაშობს, მისი საკალათბურთო IQ მაღალია.

შეიძლება, ერთ დღეს ბრწყინვალედ ითამაშო, მაგრამ მეორე დღეს ასეთი თამაში ვერ აჩვენო, მაგრამ თანაგუნდელებს მუხტი გადასცე. ჩემი გუნდის ყველა კალათბურთელის მჯერა''.

შეგახსენებთ, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში იმართება. ჩვენი გუნდი იაპონიის ქალაქ ოკინავაში თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს შემდეგ საქართველო სლოვენიასა და ვენესუელას შეხვდება. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო ორი გუნდი გავა.

F ჯგუფი

26 აგვისტო

კაბო ვერდე - საქართველო

სლოვენია - ვენესუელა (15:30)

28 აგვისტო

საქართველო - სლოვენია

ვენესუელა - კაბო ვერდე

30 აგვისტო

საქართველო - ვენესუელა

სლოვენია - კაბო ვერდე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები