ისტორიული გამარჯვება - საქართველომ კაბო ვერდე 25-ქულით დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ ტურში კაბო ვერდე საქართველოსთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 60:85.
გოგა ბითაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლია, მან პარკეტზე 19 წუთსა და 56 წამში 15 ქულა ჩააგდო, 11 მოხსნა და 3 პასი შეასრულა. თორნიკე შენგელია 16 ქულით, 7 მოხსნითა და 1 პასით დაეხმარა გუნდს. დუდა სანაძემ 12 ქულა ჩააგდო, სანდრო მამუკელაშვილმა - 10.
თამაშის საწყისი პერიოდი დაბალშედეგიანი იყო, უპირატესობას კაბო ვერდე ფლობდა, აფრიკული ნაკრები 8:2-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ილიას ზუროსმა ცვლილებები განახორციელა, ცინცაძე-მამუკელაშვილი-ბითაძის პარკეტზე გამოსვლამ მატჩის სცენარი შეცვალა. პირველ მეოთხედში განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება გიორგი ცინცაძემ დატოვა, რომელმაც 2 სამქულიანი ჩააგდო და ბრწყინვალე პასები შეასრულა.
Shengelia takes flight ✈️ , slaps the backboard for good luck! ???? #FIBAWC x #WinForGeorgia pic.twitter.com/MYDCXcs1u5
— FIBA Basketball World Cup 2023 ???? (@FIBAWC) August 26, 2023
პირველ მეოთხედში კაბო ვერდე 8:2-ს იგებდა, თუმცა მეოთხედი 11:20 დათმო. მეორე მეოთხედი კვლავ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 11:28. მეორე მეოთხედის შემდეგ საქართველო 26-ქულიანი უპირატესობით იგებდა - 22:48.
მესამე მეოთხედში კაბო ვერდე 15:22 დამარცხდა.
Whatever works, Mamu ???? #FIBAWC x #WinForGeorgia ???????? pic.twitter.com/TNBc5rkAqQ
— FIBA Basketball World Cup 2023 ???? (@FIBAWC) August 26, 2023
ბოლო მეოთხედი კაბო ვერდემ 23:15 მოიგო, თუმცა საერთო ჯამში 25 ქულით დამარცხდა - 60:85.
თად მაკფადენი - 25:55 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი
დუდა სანაძე - 20 წუთი, 12 ქულა, 2 მოხსნა
თორნიკე შენგელია - 25:06 წუთი, 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი
გიორგი შერმადინი - 20:04 წუთი, 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი
გიორგი ცინცაძე - 12:21 წუთი, 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი
რატი ანდრონიკაშვილი - 23:07 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი
მიხეილ ბერიშვილი - 5:39 წუთი, 1 ქულა
გოგა ბითაძე -19:56 წუთი, 15 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი
კახა ჯინჭარაძე - 12:22 წუთი, 2 მოხსნა, 1 პასი
ლუკა ლიკლიკაძე - 5:15 წუთი, 2 ქულა, 1 პასი
სანდრო მამუკელაშვილი - 26:01 წუთი, 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი
გიორგი ტურძილაძე - 4:14 წუთი, 2 ქულა
შეგახსენებთ, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში იმართება. ჩვენი გუნდი იაპონიის ქალაქ ოკინავაში თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს შემდეგ საქართველო სლოვენიასა და ვენესუელას შეხვდება. შემდეგ ეტაპზე საუკეთესო ორი გუნდი გავა.
F ჯგუფი
26 აგვისტო
კაბო ვერდე - საქართველო
სლოვენია - ვენესუელა (15:30)
28 აგვისტო
საქართველო - სლოვენია
ვენესუელა - კაბო ვერდე
30 აგვისტო
საქართველო - ვენესუელა
სლოვენია - კაბო ვერდე