გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

20 მილიონიანი წინადადება - ლიონი და რენი მიქაუტაძისთვის იბრძვიან

გიორგი მიქაუტაძის მომავალი კვლავ გაურკვეველია, თუმცა მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში „მეცი“ მის სანაცვლოდ ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le10Sport-ი წერს, რომ მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონი“ და „რენი“ არიან ჩაბმულნი.

„ლიონი“ დიდი ალბათობით ბრედლი ბრიკოლას პსჟ-ში გაყიდის და მის შემცვლელად სწორედ ქართველს განიხილავენ.

„ბრედლი ბრიკოლას წასვლის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ ლიონი მის შემცვლელად ლიგა 1-ის ტალანტს და ლიონის აკადემიის ყოფილ წევრს გიორგი მიქაუტაძეს უმიზნებს. ჩვენი წყაროები ადასტურებენ, რომ ლიონმა მეცს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა, რომელიც 20 მილიონ ევროსთან ახლოსაა. ის რაც მეცს სურდა.

ლიონმა მიქაუტაძის მიმართ ინტერესი 1 ივნისს გამოავლინა, თუმცა ორი თვეა ლიონელებს თითიც არ გაუნძრევიათ. იგივე ეხება მარსელს, რომელიც ასევე ინტერესდება, თუმცა ნაბიჯი მათაც არ გადაუდგამთ. სამაგიეროდ 18-მილიონიანი შეთავაზება გააკეთა შეფილდმა და 15-მილიონიანი ლაციომ. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის გარემოცვას ვესტ ჰემიც ესაუბრა.

ლიონმა შეფილდზე უკეთესი შეთავაზება გააკეთა, თუმცა საფრანგეთში ეს ერთადერთი გუნდი არაა, რომელიც ამ თანხის გადახდას გეგმავს. რენი მიქაუტაძით ასევე ინტერესდება და ფინანსურად მსგავს შეთავაზებას ამზადებს.

ჯერ კიდევ გასარკვევია დათანხმდება თუ არა მეცი 20 მილიონიან წინადადებას. ასევე უცნობია, თუ რომელ გუნდს ანიჭებს უპირატესობას ლიონის აკადემია გამოვლილი მიქაუტაძე“.

- წერს ფრანგული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აეკმა საზონოვს წინადადებით მიმართა | ქართველმა საბერძნეთში გადასვლა არ ისურვა
აეკმა საზონოვს წინადადებით მიმართა | ქართველმა საბერძნეთში გადასვლა არ ისურვა