ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი, ხავიერ კალეხა
Aa
Aa

„ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ“ - ქოჩორაშვილის მიმართვა და COPE-ს გამოხმაურება

ლა ლიგა 2-ის მესამე ტურში „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილის გოლით სტუმრად „კარტეხენა“ დაამარცხა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ქომაგებს მიმართა:

„მადლობა ბოლო წუთამდე გულშემატკივრობისთვის, ამ თამაშის მოგებაში ძალიან დაგვეხმარეთ, ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ“.

View this post on Instagram

A post shared by Levante UD (@levanteud)

ესპანური COPE ქოჩორაშვილზე წერს და აღნიშნავს, რომ ქოჩორაშვილს კონკურენცია ანხელ ალგობიასთან მოუწევს, რომელსაც „კარტახენასთან“ ტრავმის გამო არ უთამაშია.

COPE: „ლევანტემ, ქოჩორაშვილის ერთადერთი გოლითა და დაცვითი ფუნქციების კარგად შესრულებით, „კარტახენა“ სტუმრად დაამარცხა. ამჟამად, „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის დროებითი ლიდერია.

მეორე ტურში „ბურგოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ კალეხამ სასტარტო 11-ეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, ანხელ ალგობიას ნაცვლად გიორგი ქოჩორაშვილი ათამაშა. ალგობია ტრავმირებულია''.

Plazadeportiva:„კოჩო ვერავინ გააჩერა (იგულისხმება გიორგი ქოჩორაშვილი). ქართველი „ლევანტეში“ საუკეთესო იყო. გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ საჯარიმოში გმირი იყო, როცა მუსტოს წესები დაარღვევინა, სანამ მეტოქის ფეხბურთელი გოლს შეაგდებდა. გიორგი გამოცდილი ნახევარმცელია, ორივე „სართულზე“ ინტენსიურად იბრძვის''.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის საწყისი სამი ტურიდან 2-ში სასტარტოში ითამაშა, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ მეორე ტურში „ბურგოსთან“ იჯდა, 68-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ანხელ ალგობია შეცვალა. „კარტახენასთან“ მოგებულ მატჩში სასტარტოში იყო, 70-ე წუთზე შეცვალეს.

ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ პირველ გუნდში მეორე გოლი გაიტანა, პირველი გოლი 2020 წელს, ესპანეთის თასზე, „რასინგ მურსიას“ შეუგდო.

ქოჩორაშვილმა 41 გადაცემა შეასრულა და 1 საკვანძო პასი გააკეთა. ბურთი 9-ჯერ დაკარგა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები ერთხელ დაარღვიეს. მისი პასების 73.9 პროცენტი ზუსტი გახლდათ და ესპანური გამოცემებისგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, „ლევანტეს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „რეალ ოვიედოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები