კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე
Aa
Aa

რონალდუს მაგარი პასი და ჰეთ-თრიქი | ალ-ნასრის პირველი გამარჯვება ჩემპიონატში

კრიშტიანუ რონალდუსა და სადიო მანეს „ალ-ნასრიმ“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. „ალ-ნასრიმ“ სტუმრად „ალ-ფატეჰი“ დაამარცხა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

მატჩის დაწყებამდე, მანე საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. მის თანაგუნდელს, ქასემ ლაიამის ჰყავს ტყუპი ძმა ალი, რომელიც „ალ-ფატეჰის“ რიგებში თამაშობს. ტრადიციული ხელის ჩამორთმევის პროცესისას, სადიომ ალის გაოცებულმა შეხედა და თანაგუნდელი ეგონა.

შეხვედრას რაც შეეხება, ანგარიში მანემ გახსნა, რომელმაც რონალდუს ქუსლით გაკეთებული მაგარი გადაცემით ისარგებლა. კრიშტიანუმ მალევე თავადაც გაიტანა და 38-ე წუთზე, ანგარიში 2:0 გახადა. პირველ ტაიმში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა და „ალ-ნასრის“ შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდა.

55-ე წუთზე, რონალდუმ დუბლი გაიფორმა, 81-ზე კი იგივე მანემ გააკეთა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კრიშტიანუმ დააფიქსირა, რომელმაც მე-6 კომპენსირებულ წუთზე, ჰეთ-თრიკი მიითვალა. წლეულს, პორტუგალიელმა სამი გოლი ერთ მატჩში მესამედ გაიტანა. 1 კალენდარულ წელში, რონალდუს 3 ჰეთ-თრიქი 2019 წლის შემდეგ არ ჰქონია. მას კარიერაში 63 ჰეთ-თრიქი აქვს გაფორმებული.

 

ცნობისთვის, „ალ-ნასრის“ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილს იკავებს. რონალდუს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს გამართავს და „ალ-შაბაბს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები