ლევან კუტალია
Aa
Aa

კუტალიამ მაგარი ჯარიმა გაიტანა | ალაშკერტმა 3:1 გაიმარჯვა

სომხეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში, ლევან კუტალიას „ალაშკერტი“ „ნოას“ დაუპირისპირდა, რომელიც გათამაშების ლიდერი იყო. „ალაშკერტმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, 3:1 მოიგო და ამაში კუტალიას წვლილი ძალიან დიდია.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-60 წუთზე, საკუთარი გუნდი დააწინაურა. 1:1-ზე, „ალაშკერტმა“ ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც კუტალიამ ბრწყინვალედ შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 88 წუთი გაატარა და იგი აგდონმა ჩაანაცვლა. მის გარდა, „ალაშკერტის“ მაისურით თავი რასინესმა და იედიგარიანმა გამოიჩინეს, „ნოას“ მხრიდან კი გოლი კატოჰის ანგარიშზეა.

ამრიგად, „ალაშკერტს“ 3 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. კუტალიას გუნდს 10 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრა 31 აგვისტოს ელის. „ალაშკერტი“ სტუმრად „შირაქ გიუმრის“ დაუპირისპირდება, რომელიც 3 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ ყოფნით ბედნიერია“ - გონსალო პინედა ლობჟანიძეზე
„აქ ყოფნით ბედნიერია“ - გონსალო პინედა ლობჟანიძეზე