„ალჯო არ გააკეთებდა იმას, რასაც შენ აკეთებ“ | ცნობილი იუთუბერი მერაბს აკრიტიკებს
ცნობილმა იუთუბერმა, The MMA GURU-მ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში, მან მერაბ დვალიშვილი გააკრიტიკა და UFC-ში ყველაზე საცოდავი მებრძოლი უწოდა.
„მერაბ, უნდა მიხვდე, რომ საკუთარი კარიერა გაქვს და ალჯო შენ მიმართ იმავეს არ გრძნობს. შენი განცხადების შემდეგ, რომ სტერლინგმა რემატჩი უნდა მიიღოს და ლოდინისთვის მზად ხარ, მიჩნდება სურვილი გითხრა, რომ საცოდავი ხარ! საკუთარ კარიერას ალჯამეინ სტერლინგის გამო ზღუდავ და ეს ნამდვილი საცოდაობაა.
მერაბმა ყველაზე საცოდავი განცხადება გააკეთა, რომელიც UFC-ის მებრძოლს ოდესმე გაუკეთებია. არ მგონია, UFC-იმ სატიტულო ბრძოლა მისცეს დვალიშვილს, რომელიც რამდენიმე წელი აქტიური არ იქნება და საჩემპიონო ჩხუბის მოლოდინის რეჟიმში დარჩება. მერაბის განცხადებების დაცვა შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ქართველი გულშემატკივრებიც კი ჩემს მოსაზრებას იზიარებენ. მიეცი მათ ის, რასაც იმსახურებენ! მიეცი საჩემპიონო ბრძოლა!
მჯერა, არიან ქართველები, რომლებიც ამბობენ: „ალჯო ვინ ჯანდაბაა! ქამრისთვის იჩხუბე მერაბ!“ არ მესმის, ასე როგორ იქცევა. მერაბ, რას აკეთებ? სატიტულო ბრძოლა მიიღე! ყველაფერს ჩამოვალ, რომ სტერლინგი შენნაირად არ მოიქცეოდა! მერაბი ჩემპიონი რომ იყოს, ალჯო მასთან ჩხუბზე უარს არ იტყოდა. ყველაზე საცოდავი მებრძოლი ხარ!
მესმის, ნამდვილი მეგობრობა რა არის, მაგრამ ლიმიტი არსებობს. მართლა აპირებ, რომ სტერლინგის სატიტულო სვლას დაელოდო? საკუთარ ცხოვრებას მიხედე! საქართველოს ჩემპიონი არასდროს ჰყოლია და მთელი ქვეყანა შენი წარმატების მოლოდინშია. ამ დროს კი ისმენენ სიტყვებს, რომ სტერლინგმა რემატჩი უნდა მიიღოს და მზად ხარ, ტიტულისთვის ბრძოლას წლობით ელოდო. მერაბ, გპირდები, ალჯო შენ ადგილას იმავეს არ გააკეთებდა. დასავლური ღირებულებები აღმოსავლური ღირებულებებისგან განსხვავებულია. გპირდები, რომ დასავლური გაუმაძღრობა ალჯოს გონებას დაუბინდავდა, მეგობრობას გვერდზე გადაადებინებდა და ჩემპიონო რომ იყო, შენთან „მეგობრულ“ ბრძოლას გამართავდა.
პიოტრ იანთან დომინანტი იყავი და რის გამო? რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო? ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გააკეთე ის, რაც გააკეთე ამის გამო? რომ სტერლინგს დაელოდო? ლეგენდები გაანადგურე ამის გამო?! ქართველებს მივმართავ, რომ მერაბზე წნეხი განახორციელონ და ქამრისთვის ჩხუბი აიძულონ“.
ცნობისთვის, განცხადება, რომელზეც ცნობილი იუთუბერი საუბრობდა, შეგიძლიათ, აქ იხილოთ.