ნიკა ნინუა, პაოკ
Aa
Aa

ნინუა პაოკ-ს ტოვებს? - მოლაპარაკებები მიმდინარეობს

CrystalSport-ის ცნობით, ნიკა ნინუა პაოკ-ის დატოვების საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე მოლაპარაკება ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბთან მიმდინარეობს. ასევე, განიხილება ლატვიის ჩემპიონატში გადასვლის ვარიანტიც.

თუ რომელიმე დაინტერესებულ კლუბთან შეთანხმება არ შედგება, 24 წლის ქართველი საყრდენი 2023-24 წლების სეზონს პაოკ-ში გაატარებს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება.

ნინუას განვლილი კარიერის შესახებ

2020 წლის ზაფხულში თბილისის ,,დინამოდან'' 850 000 ევროს სანაცვლოდ სალონიკის პაოკ-ში გადავიდა.

2020-21 წლების სეზონში პაოკ-ის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული სეზონის მე-7 ტურში ,,პანეტოლიკოსთან'' გასვლით შეხვედრაში ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ კარიერაში დიდი რეგრესი ჰქონდა, რაც დღემდე გრძელდება.

2021-22 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თემურ ქეცბაიას ,,ანორთოსისში'' გაატარა, მეორე ნახევარი - ბერძნულ ,,ლამიაში''. ნიკა ნინუას პაოკ-თან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში პაოკ-ის პირველ გუნდში არ უთამაშია. მეორე გუნდში, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, 18 მატჩი ჩაატარა (12 სასტარტოში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები