საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

„აქ ყოფნით ბედნიერია“ - გონსალო პინედა ლობჟანიძეზე

MLS-ში „ატლანტა იუნაიტედი“ უახლოეს შეხვედრას „ნეშვილთან“ ჩაატარებს, ამ მატჩში შესაძლოა „ატლანტა იუნაიტედის“ ახალწვეულის, საბა ლობჟანიძის დებიუტი შედგეს. ქართველმა ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელის, გონსალო პინედას ხელმძღვანელობით ვარჯიში დაიწყო, მექსიკელმა სპეციალისტმა ლობჟანიძის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

„ჩანს რომ აქ ყოფნით ბედნიერია და მუშაობისთვის მზადაა“.

„ატლანტა იუნაიტედი“ - „ნეშვილის“ მატჩი 27 აგვისტოს, 3 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

„ატლანტა იუნაიტედმა“ აშშ-სა და კანადის ერთიან ლიგაში 25 მატჩში 38 ქულა დააგროვა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 პოზიციაზეა. ფლეი-ოფში საუკეთესო 7 გუნდი გადის. ასევე, ფლეი-ოფში თამაშის უფლებას მერვე და მეცხრე ადგილზე გასულ გუნდებს შორის მოგებულიც მიიღებს.

ლობჟანიძე 2020-23 წლებში თურქეთის სუპერლიგაში თამაშობდა, 120 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი შეასრულა. მიმდინარე ზაფხულში „ჰატაისპორიდან“ „ატლანტა იუნაიტედში“ 1,5 მილიონ ევროდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 წლის ქართველმა მეკარემ ვილიარეალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
16 წლის ქართველმა მეკარემ ვილიარეალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა