ანტონიო ლოპესი, დავით ღვარძელაშვილი, ლევან სარალიძე
Aa
Aa

16 წლის ქართველმა მეკარემ ვილიარეალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

CrystalSport-ის ინფორმაციით, „ვილიარეალის“ ასაკობრივ გუნდში 16 წლის ქართველი მეკარე დავით ღვარძელაშვილი ითამაშებს. მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გუშინ გააფორმეს.

16 წლის მეკარის სიმაღლე 190 სანტიმეტრია, მას კარგი რეფლექსები აქვს. მისი პიროვნული თვისებებიდან გამოსარჩევია შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

ღვარძელაშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ირიცხებოდა, გასული სეზონი ესპანეთში, სამოყვარულო კლუბ „ინტერ სან ხოსეში“ გაატარა, ახლა კი „ვილიარეალის“ ასაკობრივ გუნდს შეუერთდება.

ღვარძელაშვილი „ვილიარეალში“ სამენეჯერო კომპანიის, KHALENA SPORT-ის დახმარებით გადავიდა. აღნიშნულ სააგენტოს ლევან სარალიძე, ილია სარალიძე და ანტონიო ლოპესი წარმოადგენენ. ღვარძელაშვილის გარდა გიორგი ქოჩორაშვილთან და გიორგი ჯინჯოლავასთან თანამშრომლობენ. ასევე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ ტრანსფერში მონაწილეობდნენ.

ფოტოზე: ლევან სარალიძე, გიორგი მამარდაშვილი, ანტონიო ლოპესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები