„კომპლიმენტებში დაიხრჩო, მას 11 წელია არ ესმის, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი...“
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი კრისტოფ დიუგარი თვლის, რომ მარკო ვერატიმ თავისი ნიჭის შესახებ ვერ გააცნობიერა და ის ვერ გამოიყენა.
„ვფიქრობ, ვერატისთვის ეს ყველაფერი დასრულდა. ის 31 წლისაა. იგი პსჟ-ში 11 წელი დარჩა, მაგრამ ვერასოდეს გაიგო რას ნიშნავს იყო პროფესიონალი და საუკეთესო მოთამაშე. ცხოვრების წესი არჩევანია და მეც ერთ დროს ის გავაკეთე – კარგი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სულელი. ის ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ამაში ყველა ვთანხმდებით - ის ბრწყინავდა, მან გააკეთა ის, რაც ძალიან ცოტა ნახევარმცველს შეუძლია. მაგრამ ის არ არის საუკეთესო სპორტსმენი.
მან თერთმეტი წლის განმავლობაში მოახერხა მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის ცხვირწინ კონტრაქტის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ განახლება. ბრალი ასევე ეკისრება მათ, ვინც ვერატის უზარმაზარი ნიჭით დაბრმავდნენ. ეს არ უნდა გამოგვეტოვებინა. მის მიმართ მხოლოდ კომპლიმენტები ისმოდა და ის ამ ყველაფერში დაიხრჩო.
უპირველეს ყოვლისა, ამაში მწვრთნელები არიან დამნაშავე - მათ იგი დიდებულ ფეხბურთელად უნდა ექციათ, რასაც ის იმსახურებდა. ახლა უკვე გვიანია, ვერატი 31 წლის არის და ამას უკვე ვეღარ გაიგებს.
უნდა გამოეჩინათ ის დიდებული ფეხბურთელი, როგორც იმსახურებდა. უკვე გვიანია, 31 წლის ასაკში ის ამას ვერ გაიგებს. დაუშვით ფარდა, შემდეგი“,
- განაცხადა დიუგარიმ.