ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი გაგუა
Aa
Aa

ვაისი: „ჩემთვის კაშიას სკამზე დატოვება რთული იყო“

ევროპა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანმა“ შინ კვიპროსის ჩემპიონ ლიმასოლის „არისს“ 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, პირველი ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რაც მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე პირველად მოხდა.

ვლადიმირ ვაისი: „ჩემთვის გურამ კაშიას სათადარიგოთა სკამზე დატოვება რთული იყო. გურამ კაშია ორი წელია „სლოვანშია“ და დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ახლა კევინ ვიმერის თამაში გადავწყვიტე, მან შემტევების წინააღმდეგ თამაში კარგად იცის და ასევე ცაციაა.

ჩვენ სამი ბრწყინვალე ცენტრალური მცველი გვყავს, რომლებიც როტაციაში იქნებიან, ერთმანეთს შეცვლიან. მე ეს მათ უკვე ვუთხარი, თითოეული იმსახურებს თამაშს“.

ვაისის მიერ ხსენებული კევინ ვიმერს ბუნდესლიგასა და პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, მას „კიოლნში“ (2012-15), „ტოტენჰემში“ (2015-17), „სტოკ სიტიში“ (2017-21), „ჰანოვერსა“ (2018-19) და „კარლსრუეში“ (2021) უთამაშია. 

საპასუხო მატჩი 31 აგვისტოს ლიმასოლში, „ლიმასოლ არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში „ალავესის“ ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა იჯარით „სლოვანში“ გადავა. ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები