ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი ქვილითაია, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ქართველები ევროტურნირებზე: სლოვანისა და ყარაბაღის მოგება, აპოელის მარცხი

ევროპის ლიგასა და კონფერენს ლიგაზე დასკვნითი საპლეიოფო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, რომელთა შორის ჩვენს ყურადღებას 3 მათგანი იქცევდა, სადაც ქართველი ლეგიონერები ასპარეზობდნენ.

კონფერენს ლიგაზე კვიპროსულმა „აპოელმა“, რომელმაც მე-3 ეტაპზე გორის „დილა“ დაამარცხა, ამჯერად „გენტთან“ სტუმრად 0:2 დასრულდა.

გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდნენ. ქვილითაიამ მოედანი 72-ე წუთზე დატოვა, დვალმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

ევროპა ლიგაზე გიორგი გუგეშაშვილის „ყარაბაღმა“ სლოვენიაში „ლიუბლიანას“ 2:0 მოუგო და ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

გუგეშავილმა კარი მშრალად შეინახა და 4 დარტყმული მოიგერია. 73-ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.

ევროპა ლიგაზე მყოფი ქართველი ლეგიონერების კიდევ ერთი კლუბი ბრატისლავის „სლოვანია“, რომელმაც შინ კვიპროსულ „არისს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ჯაბა კანკავა სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. გურამ კაშია კი ამჯერად თადარიგში დარჩა.

განმეორებითი შეხვედრები ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა
„ტკივილი ყოველ წამს მახსენებდა თავს“ - კიტეიშვილის წარსული და პერსპექტივა