მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ომალი მერაბს დაანოკაუტებს“ | რას ამბობს ახალი ჩემპიონის მწვრთნელი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონის, შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. უელჩს მიაჩნია, რომ „მანქანა“ „შუგას“ სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და ომალი მასაც დაანოკაუტებს.

„ვფიქრობ, განსაკუთრებული მებრძოლები, რომლებსაც კარგი დარტყმა აქვთ, მაგალითად, ადესანია, ვოლკანოვსკი და სხვები, ხედავენ შონს და ფიქრობენ: „ვაუ, ეს ბიჭი სერიოზული პრობლემაა“. თუმცა, არიან სულელი ადამიანებიც, ჰენრი სეხუდო და სხვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოქტაგონზე გავლენ, ომალის ფეხებს დაულეწავენ, პარტერში მარტივად გადაიყვანენ და გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა. მათი აზრით, ფეხებში დარტყმები და წნეხი საკმარისია.

მერაბ დვალიშვილს რაც შეეხება, ალჯამეინ სტერლინგისა და შონის ჩხუბი მას ალბათ, შეაშინებდა, რადგან იგი ალჯოს მსგავს შეცდომებს უშვებს. დიახ, ძლიერი კარდიო აქვს და სულ წინ მიდის, მაგრამ ფუნდამენტურად, ბევრ არასწორ რაღაცას აკეთებს. ასე რომ, თუ ეს ბრძოლა გაიმართება, ომალი სავარაუდოდ მერაბს დაანოკაუტებს“.

შეგახსენებთ, რომ სუპერ მსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა მარლონ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და ბუკმეკერების მიხედვით, მასთან აშკარა ფავორიტია. იმავეს ვერ ვიტყვით მერაბზე. ბუკმეკერების აზრით, ფავორიტი დვალიშვილია და მას გამარჯვებაზე 1.5 კოეფიციენტი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“
ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“