გიგა ჭიკაძე, ალექს კასერესი
Aa
Aa

ჭიკაძე მომდევნო მეტოქეზე: „ვიცი, რომ დგომში არ მეჩხუბება“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ჩხუბისწინა პრესკონფერენცია გამართა და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. „ნინძა“ ალექს კასერესს დაუპირისპირდება და იცის, რომ მისი მოწინააღმდეგე სტრაიკინგის ნაცვლად აქცენტს ჭიდაობასა და გრეპლინგზე გააკეთებს.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი მეტოქე ტოპ 15-ის წევრია. ჩემთან ჩხუბი ბევრ მებრძოლს უნდოდა, მაგრამ ის ვარიანტები, რომლებიც შემომთავაზეს, ტრავმების გამო ჩაიშალა. სრულ მზადყოფნაში გასული მაისის შემდეგ ვიმყოფები და როგორც იქნა, ოქტაგონზე ვბრუნდები.

ვიცი, კასერესს ჩემთვის რა აქვს მომზადებული, მაგრამ ამ ინფორმაციას ჟურნალისტებს ვერ გაგიზიარებთ და საჯაროდ ვერ ვიტყვი. ალექსი არაა ბიჭი, რომელიც ჩემთან დგომში იბრძოლებს. მას ძლიერი სტრაიკერების წინააღმდეგ უჩხუბია და თავადაც მაღალი დონის სტრაიკერია, მაგრამ მე საერთოდ სხვა ჯიშის წარმომადგენელი ვარ.

ბოლო ბრძოლის შემდეგ, ყველა ასპექტის გაუმჯობესებაზე ვმუშაობდი. ჭიდაობაში და გრეპლინგში მოვუმატე და ჩემი სტრაიკინგიც გაძლიერდა. ახლა მთლიანად მომდევნო ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული, თუმცა გეგმებიც მაქვს. ჯერ ეს საქმე უნდა მოვაგვარო და შემდეგ მომავალზე ვიფიქრო“.

ცნობისთვის, გიგას მეტოქეს, ალექს კასერესს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა. კასერესმა 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 7-ჯერ საბმიშენით, 10-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეილმა არჩევანი გააკეთა | რა თანხას მიიღებს დილა მის სანაცვლოდ?
გეილმა არჩევანი გააკეთა | რა თანხას მიიღებს დილა მის სანაცვლოდ?