ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლისთან დაახლოებული ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე: „პრობლემები არ არსებობს“

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი რამდენიმე დღეა იტალიურ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიც La Gazzetta dello Sport, Corriere dello Sport და Il Mattino არიან, წერენ, რომ „კვარას“ ხელფასის გაორმაგება არ აკმაყოფილებს და კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ანაზღაურების საგრძნობლად გაზრდას ითხოვს (მინიმუმ 5 მილიონ ევრომდე).

კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, კომენტარი „ნაპოლისთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ გააკეთა. ალვინო კლუბის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს და კომენტატორი იყო 2022 წლის 14 ივლისს, „ანაუნესთან“ გამართული მატჩის, რომელშიც ხვიჩას დებიუტი შედგა.

„ვითარებას ნათელი რომ მოვფინო, ვიტყვი, რომ მოთხოვნილი თანხა, რომელსაც პრესაში ასახელებენ, არასწორია, რადგან მხარეებს ჯერ მოლაპარაკებებიც კი არ დაუწყიათ. სიმართლე ისაა, რომ არსებობს სურვილი, ხელფასის უფრო დიდი ოდენობით გაზრდის საკითხი განიხილონ და ასევე სიმართლეა, რომ კვარაცხელიას გარემოცვასა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის არანაირი პრობლემა არაა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 1.2 მილიონ ევროს შეადგენს. ხვიჩა „ნაპოლისთან“ ერთად გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოტლანდიასთან ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი ცნობილია
შოტლანდიასთან ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი ცნობილია