პედრი
Aa
Aa

პედრი ტრავმირებულია და თბილისში გასამართ მატჩს გამოტოვებს

ბარსელონას ნახევარმცველმა პედრიმ მარჯვენა ბარძაყის წინა კუნთების ტრავმა მიიღო და გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით პედრის 4-დან 6 კვირამდე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი თბილისში ვერ ჩამოვა და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

„ბარსელონას“ ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუ რა დრო დასჭირდებოდა პედრის მოედანზე დაბრუნებას, თუმცა თავდაპირველი ცნობა, რომ მას მხოლოდ 2-3 კვირა გაუცდებოდა, ცოტა ხნის შემდეგ 6 კვირამდე გაიზარდა.

პედრი გონსალესმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსას“ რიგებში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა და „ბლაუგრანას“ პირველი სამი ქულის აღებაში დაეხმარა.

ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის შუა რიცხვებში ელიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ესპანეთის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუზე მეტს გადაუხდიან - სალაჰი შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს
რონალდუზე მეტს გადაუხდიან - სალაჰი შესაძლოა საუდის არაბეთში წავიდეს