გიგა ჭიკაძე, ალექს კასერესი
Aa
Aa

ჭიკაძის მომდევნო მეტოქე: „უნიკალური სტილი მაქვს, ჩემთვის ვერ მოემზადები“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქემ, ალექს კასერესმა „ნინძასთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. კასერესის თქმით, მას უნიკალური სტილი აქვს და მისთვის მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„მეომარი ვარ, ჩხუბებზე უარს არასდროს ვამბობ და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლას ვთანხმდები. როცა ჩხუბს მთავაზობენ, ოქტაგონზე გავდივარ და საკუთარ ძალებს ვცდი. ჩემთვის ყველა ბრძოლა უდიდესი ტესტია და არ არსებობს ჩხუბი, რომელიც სხვაზე ნაკლებად ან მეტად მნიშვნელოვანია.

ჩემი აზრით, რეიტინგს აზრი არ აქვს, რადგან ზოგიერთ მებრძოლს ბევრად მაღალი ადგილი უკავია, ვიდრე მის შესაძლებლობებს შეეფერება. აქ სწორედ იმიტომ ვარ რომ, ეს დავამტკიცო. ჩემი მეტოქეების შესწავლას ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე ვიწყებ. მათზე ბევრს არ ვფიქრობ და იმდენად უნიკალური სტილი მაქვს, ჩემთვის ვერ მოემზადები. სულერთია, გეგმის შესამუშავებლად რამდენ დროს დახარჯავს და რას მოიფიქრებ, ბრძოლის მიმდინარეობისას, რაღაც-რაღაცების შეცვლა აუცილებლად მოგიწევს, რათა არ ჩამომრჩე“.

ცნობისთვის, ალექს კასერესს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა. კასერესმა 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 7-ჯერ საბმიშენით, 10-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება - საზონოვისთვის სერია A-ს გუნდი იბრძვის
ოფიციალური შეთავაზება - საზონოვისთვის სერია A-ს გუნდი იბრძვის