ტიერი გეილი
Aa
Aa

გეილმა არჩევანი გააკეთა | რა თანხას მიიღებს დილა მის სანაცვლოდ?

გორის „დილას“ ფეხბურთელი, ტიერი გეილი კარიერას ავსტრიაში გააგრძელებს. ბარბადოსელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდებოდა და გეილმა არჩევანი ვენის „რაპიდზე“ შეაჩერა.

ბარბადოსის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსისა და ჟურნალისტის, ანმარ გუდრიჯ-ბოისის თქმით, „დილა“ „რაპიდის“ წინადადებას დათანხმდა და გეილის სანაცვლოდ დაახლოებით 1.7 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. 21 წლის ფეხბურთელი ავსტრიაში პარასკევს გაფრინდება, რათა პირადი კონტრაქტი შეათანხმოს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

მოგვიანებით, Sky Sport Austria-მ განსხვავებული სატრანსფერო თანხა გააჟღერა, აღნიშნული წყაროს ინფორმაციით გეილის სანაცვლოდ „დილა“ 800 000 ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს, გეილი „მიდტიულანდს“, „იანგ ბოიზს“, „რაკუვსა და თელ ავივის „მაკაბის“ დაუკავშირეს. იწერებოდა, რომ მისი გაფორმების ყველაზე კარგი შანსი პოლონეთის ჩემპიონს ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონში ტიერი გეილმა „დუნაისკა სტრედასთან“, პოლტავას „ვორსკლასთან“ და „აპოელთან“ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია. 21 წლის გეილიმ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი სეხუდოს: „დიდ პატივს გცემ, მაგრამ შენთან მხოლოდ ტიტულისთვის ვიბრძოლებ“
მერაბი სეხუდოს: „დიდ პატივს გცემ, მაგრამ შენთან მხოლოდ ტიტულისთვის ვიბრძოლებ“