ოფიციალური შეთავაზება - საზონოვისთვის სერია A-ს გუნდი იბრძვის
რუსული Sport-express-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზონოვის ტრანსფერზე იტალიურმა „უდინეზემ“ პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა. სააგენტო წერს, რომ უდინელებმა „დინამოს“ ხელმძღვანელებს საბას სანაცვლოდ 2 მილიონი შესთავაზა.
ქართველი ფეხბურთელით ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ზაგრების „დინამოც“ არის დაინტერესებული, თუმცა ხორვატებს მოსკოველებისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავთ.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი მოსკოვის „დინამოში“ 2021 წლიდან თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ახალგაზრდა მცველს მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.