ლიგა 2-დან სერია A-ში - აკაკი გიუნაშვილი ფროზინონეში ითამაშებს
ფოთის „კოლხეთი 1913-ის“ 18 წლის ცენტრალური მცველი აკაკი გიუნაშვილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კარიერას სერია A-ში გააგრძელებს და „ფროზინონეს“ ფეხბურთელი გახდება.
Crystalsport-ის ინფორმაციით, 2005 წლის 1 მარტს დაბადებული გიუნაშვილი მალე იტალიაში იქნება და „ფროზინონესთან“ 1-წლიან (იჯარით) ხელშეკრულებას გააფორმებს.
გიუნაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. ფოთის „კოლხეთის“ რიგებში გასულ სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა. წელს კი დავით ყიფიანის თასზე 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონეს“ ღირსებას 20 გიორგი კვერნაძე იცავს, რომელიც კლუბში ასევე იჯარის წესით იმყოფება.