ტევესი: “ჩემს ცოლს ჩემი მოკვლა უნდოდა“
კარლოს ტევესს შესანიშნავი საკლუბო და სანაკრებო კარიერა ჰქონდა. არგენტინელი თავდამსხმელის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტები ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირდება, სადაც 2013/2015 წლებში თამაშობდა.
2015 წელს, ტევესმა „ბებერი ქალბატონი“ დატოვა და სათამაშოდ „ბოკა ხუნიორსში“ გადავიდა. როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება კარლოსის მეუღლისთვის მეტად სტრესული აღმოჩნდა. ამ ფაქტზე კი ყოფილმა ფეხბურთელმა ისაუბრა.
ტევესი:
„ჩემთვის დიდი მომენტი იყო, როდესაც არგენტინაში დაბრუნება გადავწყვიტე. გულის სიხარულისგან ამევსო, როცა „ბოკამ“ ტრანსფერი შემომთავაზა. ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი.
ამის შესახებ ჩემს მეუღლეს ვანესას ვუთხარი და მისთვის ეს გადაწყვეტილება მძიმე აღმოჩნდა. მას ჩემი მოკვლა სურდა. იტალიის დატოვება ძალიან გაუჭირდა, რადგან იქ ყველაფერი მარტივად ხდება. იტალიელები არგენტინელებს ჰგვანან და ჩვენთვის იტალიაში ცხოვრება სასიამოვნო იყო.“
შეგახსენებთ, რომ ტევესი „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნების შემდეგ, „შანხაი შენჰუაში“ გადავიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, ისევ „ბოკაში“ გადავიდა და კარიერა 2021 წელს დაასრულა.