ოფიციალურად: ივა გელაშვილი სპეციას ფეხბურთელია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, ივა გელაშვილი, რომელიც „საბურთალოში“ იყო განათხოვრებული, კარიერას იტალიის სერია B-ს ბინადარ „სპეციაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება.
Benvenuto tra le Aquile Iva! ???????? pic.twitter.com/zKpXdi8h8u
— Spezia Calcio (@SpeziaCalcio) August 23, 2023
„სპეციას“ ვებ გვერდის ცნობით, გელაშვილი მათ რიგებში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს, შემდგომში კი მათთან 3-წლიანი ხელშეკრულების გაფორმების ოპცია ექნებათ. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გადავა თუ არა გუნდი სერია A-ში.
„დაცვა ახალი სახით გაძლიერდა! სპეცია კალჩო გაცნობებთ, რომ ბათუმის დინამოდან იჯარის წესითა და სერია A-ში დაწინაურების შემთხვევაში აუცილებელი გამოსყიდვის პირობით, დავიმატეთ ფეხბურთელი ივა გელაშვილი“.
- წერს „სპეციას“ ოფიციალური ვებ გვერდი.
გელაშვილის ახალმა კლუბმა სერია B-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი შეხვედრა სტუმრად, „სუდტიროლთან“ გამართა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. მეორე ტურში, „სპეციას“ მეტოქე „კატანძარო“ გახლავთ.