“დიდი პატივი იყო“ - ლაპორტი მანჩესტერ სიტის დაემშვიდობა
საუდის არაბეთში კიდევ ერთი ვარსკვლავი გადავიდა. ემერიკ ლაპორტი „ალ ნასრის“ ღირსებას დაიცავს. ესპანელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და რიადში მიფრინავს. ლაპორტი „ალ ნასრისთან“ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ამასთან დაკავშირებით, 29 წლის უკანახაზელმა „მანჩესტერ სიტის“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა.
ლაპორტი:
„კარგზე ფიქრი ყოველთვის ადვილია. თასები, გამარჯვებები, გოლები, შეტევები და დიდი ომი პრემიერ ლიგაში. მიუხედავად ამისა, მე სხვა ბევრი რამ მახსოვს. ჩემი ტრავმა და გუნდის გვერდში დგომა. ასევე მახსოვს წაგებები და ჩემი შეცდომები. ტიტულებიდან წარუმატებლობამდე, გამარჯვებებიდან ტრავმებამდე, ეს ყველაფერი ჩემი მოგზაურობის ნაწილია და მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყოველი მომენტისთვის, რომელმაც ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, რომელიც დღეს ვარ.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს მოგზაურობა შესაძლებელი გახადა. საბჭო, მწვრთნელები და მთელი პერსონალი. თითოეული თანაგუნდელი, ვისთანაც გასახდელს ვიზიარებდი და რა თქმა უნდა, მადლობა ყველა თქვენგანს! დიდი პატივი და სიამოვნება იყო „მანჩესტერ სიტის“ მაისურის ტარება. კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებას გისურვებთ და გახსოვდეთ ბიჭებო თვალს მუდამ გადევნებთ. მომავალ შეხვედრამდე.“
Dear Cityzens, today I wanted to share a story with you...
— Aymeric Laporte (@Laporte) August 23, 2023
It has lasted for five and a half unforgettable years. Plenty of memories that I will keep forever close to my heart. pic.twitter.com/hR2e5CWfVi
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ცენტრალური მცველი „ქალაქელებს“ 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, ლაპორტიმ „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 180-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.