„ამ მატჩებში თავს ფავორიტებად იგრძნობენ“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
FIBA-მ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ტურნირის 32 მონაწილეს შორის ფავორიტები დაასახელა და მათ შესაბამისი ნომრები მიანიჭა.
პირველ ადგილზე როგორც მოსალოდნელი იყო ამერიკაა, მეორე ფავორიტად გერმანიაა დასახელებული, მესამე საფრანგეთი, ხოლო მეოთხე ესპანეთია.
ოფიციალურმა ვე გვერდმა ასევე განახლებული რეიტინგი წარმოადგინა, თუმცა ეს ოფიციალური მონაცემები არ არის. ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ხდება და ტურნირის წინა პერიპეტიებია.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის 32 მონაწილეს შორის საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ყველაზე დიდი (+5) წინსვლა აქვს.
„მოსამზადებელი ეტაპის პირველი ორი კვირა მათთვის კარგი ნამდვილად არ ყოფილა. ბოლო კვირები კი მათთვის აშკარად უკეთესი იყო, საქართველომ მოუგო იორდანიას, მონტენეგროსა და ირანს. მათ ამ შეხვედრებში 3 სხვადასხვა ლიდერი ჰყავდათ - სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე და გიორგი შერმადინი.
რა თქმა უნდა, მათ არ მოუგიათ აშშ-ისთვის, ესპანეთისა და საფრანგეთისთვის, მაგრამ მაინც კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან თავს ფავორიტებად იგრძნობენ. ორი გამარჯვება და სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალში ითამაშებენ“.
- წერს FIBA-ს ოფიციალური ვებ გვერდი.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები FIBA-ს ოფიციალურ რეინტინგში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით 32-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.