2026 წლამდე სიტიში - ბერნარდუ სილვამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დიდი ხნის განმავლობაში, კატალონიის „ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას გადაბირებას ცდილობდა და გარკვეული პერიოდის წინ ახლოსაც იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოირიცხა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
სილვა „ქალაქელებში’ 2026 წლის ჩათვლით ითამაშებს და გაზრდილი ანაზღაურება ექნება. შეგახსენებთ, რომ ბერნარდუს გადაბირება „პარი სენ ჟერმენსაც“ სურდა.
ცნობისთვის, სილვა მანჩესტერულ გუნდს 2017 წელს შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, 29 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 308-ჯერ მოირგო, 55 გოლი გაიტანა და 59 საგოლე გადაცემა შეასრულა.