„სამივე თამაშის მოგება შესაძლებელია“ - ბითაძის და მაკფადენის კომენტარები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
დღეს, ილიას ზუროსის გუნდმა ოკინავა არენაზე პირველად ივარჯიშა.
პრესისთვის კომენტარები გოგა ბითაძემ და თად მაკფადენმა გააკეთეს.
გოგა ბითაძე:
„ჩემს საუკეთესო ფორმასთან ახლოს ვარ. სამივე თამაშის მოგება შესაძლებელია“.
თად მაკფადენი:
„ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ კარგი შანსი გვექნება. სულ ერთია ვის შევხვდებით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 22 აგვისტოს ბოლო ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ავსტრალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 81:86 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.