სექსუალური ძალადობა - ჯენოას ფეხბურთელს ბრალი წაუყენეს
ისლანდიის ეროვნული ნაკრებისა და „ჯენოას“ ფეხბურთელს ალბერტ გუდმუნდსონს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა 433 ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დაზარალებულმა ქალბატონმა პოლიციაში საჩივარი მიმდინარე წლის ზაფხულში შეიტანა. დანაშაული ისლანდიაში მოხდა.
ამის გამო გუდმუნდსონი, როგორც მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ბოსნიასთან და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამოტოვებს.
ჯერჯერობით ისლანდიელი ფეხბურთელისთვის ბრალი არ დაუმტკიცებიათ და გამოძიება მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალბერტს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, გუდმუნდსონმა ისლანდიის ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანა.