მილანი, კრისტიან პულიშიჩი, არიგო საკი
Aa
Aa

“დაცვის დახმარება უნდა ისწავლოს“ - საკი პულიშიჩზე

სერია ა-ს პირველ ტურში „მილანმა“ „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა. ორიდან ერთი გოლი ახალწვეულმა კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა.

ამერიკელმა ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა. მის ასეთ კარგ თამაშს ლეგენდარული არიგო საკი გამოეხმაურა.

არიგო საკი:

„პულიშიჩმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ასევე მომეწონა ის, თუ როგორ გადაადგილდებოდა ფლანგზე. კრისტიანმა ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე. ეს ნიშნავს, რომ ის წინასწარ ფიქრობს ყველაფერზე და ეს დიდი უპირატესობაა. მიუხედავად ამისა, მან დაცვის დახმარება უნდა ისწავლოს.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, „მილანმა“ 2:0 მოიგო და ერთი გოლი პულიშიჩმა გაიტანა. ერთი კი ოლივიე ჟირუს ანგარიშზეა. შემდეგ ტურში „როსონერი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: “ბელინგემის მიმართ წარმოუდგენელი გრძნობა მაქვს“
კროოსი: “ბელინგემის მიმართ წარმოუდგენელი გრძნობა მაქვს“