გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„ჯგუფიდან გასვლა მათი მინიმუმი იქნება“ | Basketnews-ი საქართველოს ნაკრებზე წერს

ცნობილმა ევროპულმა საკალათბურთო პორტალმა, Basketnews-მა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერა. სხვა გამოცემების მსგავსად, ნაკრებები სიძლიერის მიხედვით Basketnews-მაც დაალაგა და საქართველოს ეროვნული გუნდი მე-17 ადგილზე გაამწესა.

„შარშანდელი ევრობასკეტისგან განსხვავებით, საქართველოს თორნიკე შენგელია ეყოლება. ამასთან, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც ითამაშებენ, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ჯგუფიდან გასვლა მინიმუმია, რის მიღწევაც ამ გუნდს შეუძლია“, - წერს Basketnews-ი.

საკალათბურთო პორტალის რეიტინგში, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქე, სლოვენია მე-9 ადგილზე იმყოფება. ვენესუელა 25-ე გახლავთ, ხოლო კაბო ვერდე - 23-ე. ტურნირის მთავარ ფავორიტებს რაც შეეხებათ, აშშ პირველია, საფრანგეთი - მეორე, კანადა - მესამე, ავსტრალია - მეოთხე, გერმანია კი მეხუთე.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით, 12:00-ზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. 28-ში, 15:30-ზე, სლოვენიას შევხვდებით, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი 30-ში, 12:00-ზე, ვენესუელასთან გავმართავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა