გიგა ჭიკაძე, ალექს კასერესი
Aa
Aa

„ოქტაგონზე განსხვავებულ გიგას იხილავთ“ | ჭიკაძემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. „ნინძა“ შაბათს იჩხუბებს, ალექს კასერესს დაუპირისპირდება და როგორც თავად აცხადებს, განსხვავებულ გიგას ვიხილავთ.

„დრო, რომელიც ოქტაგონს მიღმა გავატარე, პოზიტიურად გამოვიყენე. ჩემი ჩხუბი გავაუმჯობესე და რვაკუთხედში განსხვავებულ ნინძას იხილავთ. უფრო დაღვინებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და დიდ პროგრესს მივაღწიე. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ პერფორმანსს ვაჩვენებ.

ახლა, მთელი ყურადღება ალექს კასერესთან ჩხუბზე მაქვს გადატანილი. არ მაინტერესებს, რეიტინგში რომელი ადგილი უკავია, რადგან ერთადერთია, ვინც გამომიწვია და ჩემთან ბრძოლას დათანხმდა. იგივე გეგმები მაქვს და არაფერი შეცვლილა. პირველ რიგში, კასერესზე ვფიქრობ და იმედია, მომავალში ჩემი და კელვინ კატარის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება.

ჩემს მომდევნო მეტოქეს რაც შეეხება, საინტერესო ბიჭია და სტრაიკინგიც გამოსდის და გრეპლინგიც. მისი ბევრი ბრძოლა მინახავს და ყველა მეტოქესთან განსხვავებულად ჩხუბობს. მისი შესწავლა რთული არაა, რადგან ძალიან დიდი ვიდეო მასალა გაქვს და ვფიქრობ, სტრაიკერებთან გრეპლერია, გრეპლერებთან - სტრაიკერი. ბრძოლისთვის მზად ვარ. ჯიუ-ჯიცუ გავაუმჯობესე და ოქტაგონზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ერთი სული მაქვს, როდის ვიჩხუბებ და გიგა 2.0-ს როდის განახებთ“.

ცნობისთვის, ალექს კასერესს კარიერაში 35 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა. კასერესმა 4-ჯერ ნოკაუტით მოიგო, 7-ჯერ საბმიშენით, 10-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
„ალჯომ ომალისთან რემატჩი უნდა გამართოს“ | მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა