სერხიო რამოსი, გალათასარაი
Aa
Aa

თურქული მედია: რამოსი გალათასარაიში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.

ჯერჯერობით ესპანელი მცველი უგუნდოდ არის დარჩენილი. „რეალის“ ყოფილი კაპიტნის გარშემო არაერთმა კლუბმა გაიჟღერა. უფრო ხშირად კი არაბულ კლუბებს ახსენებდნენ, მაგრამ სერხიოს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბოლო პერიოდში, თურქული კლუბები ვარსკვლავებს იმატებენ. ამის ნათელი მაგალითი „გალათასარაია“, რომელმაც ჰაკიმ ზიეჩი გაიფორმა.

თურქული მედია, რამოსის მომავალთან დაკავშირებით ახალ და მკაფიო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ვეტერანი უკანახაზელი „გალათასარაიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

ჯერჯერობით უცნობია რამოსის და თურქული კლუბის პირადი პირობების შეთანხმების დეტალები, მაგრამ სეზონი უკვე დაიწყო და სერხიო უთამაშებლობის გამო იდეალური ფორმისგან დიდი ალბათობით შორს არის. აქედან გამომდინარე, ტრანსფერი წესით მალე უნდა გაოფიციალურდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - კარლოს ტევესი ინდეპენდიენტეს მწვრთნელია
ოფიციალურად - კარლოს ტევესი ინდეპენდიენტეს მწვრთნელია