თორნიკე შენგელია
Aa
Aa

“საქართველოს გული და სულია“ - FIBA-მ შენგელიაზე დაწერა

სულ მალე საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. FIBA კი იმ ვარსკვლავებზე წერს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდნენ. გამონაკლისი არც თორნიკე შენგელია გახლავთ.

რას წერს Fiba?

„შენგელია საქართველოს ნაკრების გული და სულია. მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, რომ საქართველოში გამართულ ევრობასკეტზე ვერ ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა ტურნირი მხრის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

მეორე შეხვედრა 28 აგვისტოთი თარიღდება და ზუროსის შეგირდები სლოვენიას შეხვდებიან. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება და საქართველო ვენესუელას დამარცხებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 7 თამაშს იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე 7 თამაშს იმსაჯებს